ბუქარესტის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ჩაიშალა

ბუქარესტის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ჩაიშალა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში ხმის მიცემის პროცესი რუმინეთში, ბუქარესტში გახსნილ საარჩევნო უბანზე ჩიაშალა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიაში დღეს ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ხმის მიცემის პროცესის ჩაშლის მიზეზი საარჩევნო კომისიის შვიდი წევრიდან ორის გამოუცხადებლობა გახდა.

„კომისიის წევრები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდნენ უბანზე, რისი მიზეზითაც საარჩევნო უბანი ვერ გაიხსნა“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, ბუქარესტის საარჩევნო უბანზე 24 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.