ივანიშვილი: ამ არჩევნებს აქვს ის დატვირთვა, რომ ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს და სამართლიანობა დაბრუნდეს

ივანიშვილი: ამ არჩევნებს აქვს ის დატვირთვა, რომ ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს და სამართლიანობა დაბრუნდეს

  კოალიცია  „ქართული ოცნების“ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღევანდელი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ კი  კონსტიტიუციას სახელმწიფო მნიშვნელობა დაუკარგა და თავის თავზე მოირგო, სწორედ ამიტომ განაცხადა მან უარი მოქალაქეობის მიღებაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი არჩევნები, მაგრამ ამ არჩევნებს აქვს ის დატვირთვა, რომ ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს და სამართლიანობა დაბრუნდეს. ის კონსტიტუცია, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ათასჯერ გადააკეთა და საკუთარ თავზე მოირგო და თქვენ გახსოვთ ჩემს მოქალაქეობაზე ლამის სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს, მილიონჯერ დაამახინჯეს და სახელმწიფო მნიშვნელობა დაუკარგეს კონსტიტუციას, ამ მიზეზით მე განცხადება გავაკეთე და უარი ვთქვი მოქალაქეობაზე და იგივე მიზეზით არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო", - განაცხადა ივანიშვილმა, რომელიც მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს #4 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მიჰყვა.