„ამომრჩეველთა ლიგის“ დამკვირვებელს ხონის რაიონის 55-ე ოლქში  მეოთხე უბანზე ეგზიტპოლის ჩატარების შესაძლებლობა საათ-ნახევრის განმავლობაში არ მიეცა

„ამომრჩეველთა ლიგის“ დამკვირვებელს ხონის რაიონის 55-ე ოლქში მეოთხე უბანზე ეგზიტპოლის ჩატარების შესაძლებლობა საათ-ნახევრის განმავლობაში არ მიეცა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ დამკვირვებლის ნინო ჩახნაშვილის განცხადებით, ხონის რაიონის 55-ე ოლქის მეოთხე უბანზე მას საათ-ნახევრის განმავლობაში ეგზიტპოლის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცა.

ჩახნაშვილის განცხადებით, მას შესაძლებლობას არ აძლევენ, რომ არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდეს.

„თავდაპირველად,  მოვიდა რაიონის გამგებელი ბესო ჭელიძე, რომელმაც მითხრა, რომ გარეთ გამოვსულიყავი, მერე საბუთი მომთხოვა და მითხრა,  ამ საბუთით არ დაიშვებიო. ცოტა ხანში კი, დამრთო შესვლის ნება, თუმცა მითხრა,  მოშორებით დავმდგარიყავი. ამ დროის განმავლობაში,  დაახლოებით,  საათ-ნახევარი ეგზიტპოლის ჩატარების საშუალება არ მომეცა“, - განაცხადა ჩახნაშვილმა და აღნიშნა, რომ შორიდან  არჩევნების მიმდინერობაზე დაკვირვებას ვერ ახერხებს.