ირაკლი ალასანია: მე ხმა დღეს მივეცი რეალურ პროგრესს, რეალურ ცვლილებებს და არა ფასადურს

ირაკლი ალასანია: მე ხმა დღეს მივეცი რეალურ პროგრესს, რეალურ ცვლილებებს და არა ფასადურს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ალასანიამ თავისი არჩევანი „იმ ძალის სასარგებლოდ გააკეთა, რომელი ძალისაც მას სჯერავს“.

ამის შესახებ ალასანიამ დღეს თავისი ხმის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდება.

„მე ხმა დღეს მივეცი რეალურ პროგრესს, რეალურ ცვლილებებს და არა ფასადურს. მე ხმა მივეცი სამართლიანობის აღდგენას, ძალას, რომლისაც მჯერა და რა თქმა უნდა ძალას, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახებში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

 ეს ყველა ქართულ ოჯახს თავს დაცულად აგრძნობინებს და მე დარწმუნებული  ვარ, რომ დღევანდელი არჩევნები როგორც ზუგდიდში, ასევე მთელს საქართველოში მშვიდობიანად ჩატარდება“, - განაცხადა ალასანიამ.