„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ამ დღის შედეგი და ამ დღის მიმდინარეობაც განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება საქართველოს განვითარების ტემპი და გზა უახლოეს მომავალში.
ამის შესახებ, დარჩიაშვილმა სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში“განაცხადა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბია გახსნილი.
„დღეს პირველი ოქტომბერია, ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ დღის შედეგი, ამ დღის მიმდინარეობაც თავისთავად განსაზღვრავს,თუ როგორი იქნება საქართველოს განვითარების ტემპიდა გზა უახლოეს მომავალში. ბუნებრივია,რომ ყველა მოქალაქეს, ვისაც აქვს საარჩევნო ხმის უფლება, ვისაც აინტერესებს ქვეყნის ბედი, საერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობა, შეუძლია გააკეთოს არჩევანი, მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში.
ბუნებრივია, რომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევანი უნდა გაკეთდეს ძალიან ღრმა ,საღი, რაციონალური აწონ-დაწონვის შედეგად, იმ ინფორმაციების საფუძველზე, რაც არის საზოგადოებაში. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავარჩიოთ, შეძლებისდაგვარად, ჭორის - სიმართლისაგან, ფუჭი დაპირება რეალურისგან გავარჩიოთ და ასეთი განწყობით მივიდეთ საარჩევნოუბნებთან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.