ზაზა პაპუაშვილი: დღეს საქართველოსთვის ბედნიერი დღე გათენდა

ზაზა პაპუაშვილი: დღეს საქართველოსთვის ბედნიერი დღე გათენდა

დიდუბის საარჩევნო ოლქის N1 საარჩევნო უბანზე ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი  – ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა პაპუაშვილმა არჩევანი უკვე დააფიქსირა.

 მისი განცხადებით, დღეს საქართველოსთვის ბედნიერი დღე გათენდა, რადგან ხალხს საკუთარი მომავლის შექმნაში მონაწილეობის მიღება შეუძლია. მათ არჩევანი შავსა და თეთრს შორის უნდა გააკეთოს.

ამ დროისთვის დიდუბის საარჩევნო უბნებზე გრძელი რიგებია.