ნაძალადევის რაიონში უბნები დაგვიანებით გაიხსნა. 38-ე უბანზე შეკრებილი ამომრჩევლები აცხადებენ, რომ უბანზე თანამშრომლები ნახევარი საათის დაგვიანებით გამოცხადდნენ.რის გამოც ამომრჩევლებს რიგებში უწევთ დგომა.
მათი განცხადებით, უბანზე დადიან ქალბატონები გაურკვეველი სიებით ხელში, რომლებიც უარს აცხადებდნენ ტელეკამერებისთვის სიების ჩვენებაზე.
ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ის ნაციონალია და სია, რომელიც დააქვს თავისი მხარდამჭერებისა და ოჯახის წევრებისაა. მისი თქმით, ამ სიის მიხედვით არჩევნებში მათ მონაწილეობას აღრიცხავს.
ნაძალადევის რაიონის მეცხრე ოლქის 31-ე უბანი 40 წუთის დაგვიანებით გაიხსნა.
კომისიის წევრის განმარტებით საარჩევნო უბნის გახსნისას ბეჭედი უკვე გამოყენებული იყო. რამდენიმე უბანთან დაფიქსირდა ჯიპი ნომრით HXH 655.