ქუთაისში დარღვევები ფიქსირდება

ქუთაისში დარღვევები ფიქსირდება

ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქის  #39-ე უბანზე არჩევნები კომისიის თავმჯდომარესა და „ქართული ოცნების“ დამკვირვებლის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

 „ქართული ოცნების“ დამკვირვებელმა უბანზე რამდენიმე დარღვეევა უკვე აღმოჩინა. მან მოითხოვა ორი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის უბნიდან გაძევა, რადგან მათ სათანადო დოკუმენტაცია საერთოდ არ აღმოაჩნდათ.

 აგრეთვე, კოალიციის დამკვირვებლის განცხადებით, დაირღვა გადასატან ყუთთან დაკავშირებული პროცედურა.