„ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #5 უბანზე ცოტა ხნის წინ ოჯახთან ერთად დააფიქსირა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მან თავისი არჩევანი „მშვიდობის, თავისუფალი და სამართლიანი ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთა".
„დღევანდელი არჩევნები გამორჩეულია იმით, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულია, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ჩატარებულა“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ძნელია რაიმე საარჩევნო შედეგზე საუბარი, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ამომრჩეველი ისეთ არჩევანს გააკეთებს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს.
მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე საკმაოდ მაღალია ამომრჩევლის აქტივობა და გრძელი რიგი დგას. აქტიურად მუშაობენ ადგილობრივი დამკვირვებლები.