საიას ცნობით, 10:00 საათამდე საარჩევნო უბნებზე 11 კანონდარღვევა დაფიქსირდა

საიას ცნობით, 10:00 საათამდე საარჩევნო უბნებზე 11 კანონდარღვევა დაფიქსირდა

ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საპარლამენტო არჩევნებზე დილის 7:00 სათიდან 10:00 საათამდე პერიოდში არსებული პირველი კანონდარღვევების ფაქტები წარმოადგინა.

როგორც საიას თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ პირველ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის სულ 11 საჩივარია დაფიქსირებული, რომელიც  მედიის საქმიანობოსთვის ხელისშეშლის ერთ ფაქტს, უბნის დაგვიანებით გახსნასთან დაკავშირებულ საჩივრებს, ასევე დარღევებით სააგიტაციო წარმოებას, საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების  ნაკლებობას, დამკვირვებლის უბანზე არ შეშვებას, წევრების მიერ უფლებამოსილების არასათანადო გამოყენებასა და გადასატან ყუთთან დაკავშირებული ხარვეზებს უკავშირდება.

ჩუგოშვილის განცხადებით, ასევე რამდენიმე შემთხვევა, დაფიქსირდა როცა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული პირები, ინიშნავენ ამომრჩევლის ვინაობას და აკეთებენ აღრიცხვას, რაც მისი განმარტებით, ამომრჩევლის ნებაზე ერთგვარი კონტროლია.

„ეს ზოგადად არ წარმოადგენს კანონდარღვევას, თუმცა არაპირდაპირი კონტროლია ამომრჩევლის ნების გამოვლინებისა, რაც მიგვანჩია, რომ არასწორია. ასეთი დარღვევები ფიქსირდებოდა წინა არჩვენებზე და მაშინაც ჩვენი რეკომენდაციები იყო, რომ პარტიებს მოეწოდებინათ თავიანთი აქტივისტებისთვის შეეწყვიტათ აღნიშნული პროცესები, რადგან ეს არასწორია“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, რამდენიმე მედიასაშუალება უკვე საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თითქოს გარკვეულ საარჩევნო უბნებზე გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა გამოვლინდა, რაც მისი თქმით აბსურდულია. ამიტომ მედიასაშუალებებს მოუწოდა ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„არჩევნების საბოლოო შედეგების ცვლილებისა და ამომრჩევლების მიერ თავიანთი ნების დასაფიქსირებლად ჯერ მთელი კენჭისყრის დღე არის დარჩენილი. ამიტომ მედიასაშუალებებს მოვუწოდებთ ამომრჩველებს ნუ შეიყვანენ შეცდომაში“, - დასძინა ჩუგოშვილმა.