ახალციხის #4 საარჩევნო უბანზე „ლეიბორისტული პარტიის“კომისიის წევრის მაია ბერიძის განცხადებით, „ლეიბორისტულ პარტიას“ კომიასიაში წევრები არა მარტო ამ უბანზე, არამედ სხვა უბნებზეც ჰყვას.
„მე არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მქონდა და დავთანხმდი საოლქოდან შემოთავაზებულ წინადადებას“,-აცხადებს ბერიძე.
ახალციხის #32 უბანზე კი „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის თეა დავითაშვილის განცხადებით,“ ასპინძელმა მერაბიმ“ დაურეკა და ამიტომ მოვიდა საარჩევნო კომისიაში.
„ასპინძელი არის მერაბი, მას ჰქონდა ჩემი მონაცემები და დამირეკეს. მერაბიმ ჩამსვა ამ სიაში“,-აცხადებს დავითაშვილი.
ანალოგიური სიტუაციაა ახალციხის #2, #28 და #37 საარჩევნო უბნებზე.