ზუგდიდში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა როლანდ ახალაიამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
მისი თქმით, ეს არჩევნები გარდამტეხი იქნება, იმისა უკან წავალთ თუ წინ.
„ხმა მივეცი დემოკრატიულ საქართველოს, ქვეყნის წინსვლას. ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ამ ეტაპზე, უკან წავალთ, თუ წინ წავალთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინ წავალთ. არა წარსულს, არა ანარქიას, არა კორუფციას, არა ქურდულ სამყაროს!“ - განაცხადა ახალაიამ.