პოლიტიკური კოალიცია„ქართულიოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს, პირველად დემოკრატიული არჩევნების გზით, ახლანდელ ხელისუფლებას ჩაანაცვლებენ.
ამის შესახებ, კოალიციის ლიდერმა მე-4 საარჩევნოუბანზე მას შემდეგ განაცხადა, რაც მისმა მ ეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა.
„საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი ხალხი ჭეშმარიტად დემოკრატიულ არჩევანს გააკეთებს. ჩვენ დღეს დემოკრატიული არჩევნების გზით, პირველად ჩავანაცვლებთ ახლანდელ ხელისუფლებას.
ბოლო 20 წელზე მეტია, გვქონდა ძალიან ბევრიც და, რომ მოგვენახა სწორიგზა, რათა განვითარებულიყავით და სწორი გზით წავსულიყავით. დიდი გამოცდა მოგვიწყო ბოლო 20-მა წელიწადმა, დიდი გაჭირვება გადავიტანეთ, მაგრამ ჩვენმა დიდმა წარსულმა და კულტურამ გაგვაძლებინა და დღესეს 20-წლიანი ტანჯვა დასრულდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ კოალიციის ლიდერს საქართველოს მოქალაქე არ არის, მან საკუთარი არჩევანი ვერ გააკეთა.
რაც შეეხება ეკატერინე ხვედელიძეს, მან საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა.