სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციის შესახებ , რომლის მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისია სიების დაზუსტების კომისიის ოფისის გამოყენებას არჩევნების გასაყალბებლად ან სპეცრაზმის განსათავსებულად გეგმავს, საგანგებო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამ ბოდვას და ამ ტიპის მოსაზრებებს, სიმართლესთან საერთო არ აქვს.
"არანაირი საერთო ამ ტიპის მოსაზრებებს და ბოდვასთან მიახლოებულ ეჭვებს სიმართლესთან არ აქვს. მივმართავ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომ კომისია მზად არის ცენტრალური ოფისის ჰოლში გამოყოს ადგილი და მონიტორინგის ქვეშ ვამყოფოთ სიების დაზუსტების კომისიის ცენტრალური ოფისი. მობრძანდით, დაბრძანდით და დააკვირდით ამ ოფისის შავბნელი მიზნებისთვის გამოყენებას", - განაცხადა კაციტაძემ.