საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ დამკვირვებლის შორენა ჭუჭულაშვილის განცხადებით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომას მეხუთე სააარჩევნო უბანზე რამდენიმე ადამიანი „ერიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბუკლეტით შევიდა.
როგორც ჭუჭულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად სოფლის საბჭოს გამგებელი ვასო მიროტაძე იმყოფება და მისი განმარტებით, ამის უფლებაარ აქვს.
მისივე თქმით, დარღვევა, რომელიც ამ საარჩევნო უბანზე რამდენიმე ადამიანის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბუკლეტით შესვლას ითვალისიწინებს, დაფიქსირებულია და აღნიშნულზე ოქმი შედგა.