არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებმა“, მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მედიაცენტრში პირველი ბრიფინგი გამართა და საარჩევნო უბნების გახსნისა და ხმის მიცემის დაწყების თაობაზე ინფორმაცია წარმოადგინა.
ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, უბნის გახსნის პროცედურები კანონმდებლობის შესაბამისად, ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით 77,2% შემთხვევაში, 20% შემთხვევაში უბნებზე დაფიქსირდა უბნის გახსნისა და მოწყობასთან დაკავშირებული მცირედი ხარვეზები, ხოლო საარჩევნო უბნების 2,5 % -ში უბნის გახსნის პროცესი ჩატარდა კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევით.
პირველი ამომრჩევლის მისაღებად 8 საათზე მზად იყო, უბნების 91%. აღნიშნული პროცენტი ემთხვევა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებს.
ამ დროისათვის, ძირითადად, თბილისში შეინიშნება ამომრჩევლის საკმაოდ მაღალი აქტიურობა, რაც ქმნის რიგებს საარჩევნო უბნებთან. თუმცა, ამ ეტაპისათვის საარჩევნო ადმინისტრაცია ახერხებს წესრიგის შენარჩუნებას.
ძირითადი ტენდენციები დარღვევებისა, რაც დაფიქსირდა ეს არის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვის შვიდი ფაქტი. ფაქტები დაფიქსირდა, კასპის 32-ე, ვაკის 70-ე, ბათუმის 105-ე, მარნეულის მე-8, საგარეჯოს 46-ე, ქუთაისის 70-ესა და რუსთავის 50-ე საარჩევნო უბნებზე. ამ ეტაპისთვის დარღვევები აღმოფხვრილია.
ასევე უბნის გახსნის პროცედურების დარღვევები დაფიქსირდა სამ საარჩევნო უბანზე: მარნეულის მე-8, საბურთალოს 57-ესა და საგარეჯოს 46-ე საარჩევნო უბნები.
ასევე აღმოჩენილია მარკირების არშემოწმების ფაქტები, რომელიც არაერთგზის დაფიქსირდა გლდანის 53-ე საარჩევნო უბანზე. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ შესაბამისი რეაგირება უკვე მოახდინა.
ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 13 საჩივარი.