საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, ჯონ ბასი დღეს მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მან მიმართა ქართველ მეგობრებსა და კოლეგებს და აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს, რომ დღევანდელ საპარლამენტიო არჩევნებს ტოლერანტულობისა და ურთიერთპატივისცემის გამო გაიხსენებენ.
„ასეთ მნიშვნელოვან დღეს ჩემს ყველა ქართველ მეგობარსა და კოლეგაზე ვფიქრობ. იმედი მაქვს, ყველა თქვენგანი ხმის მიცემის უფლებას გამოიყენებთ და მონაწილეობას მიიღებთ თქვენი საკუთარი მომავლის არჩევაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ ხმის მიცემის პროცესი და მომდევნო ნაბიჯები შედეგების ლეგიტიმურობას უზრუნველყოფს და პარლამენტის არჩევნებს ტოლერანტულობისა და ურთიერთპატივისცემის გამო გაიხსენებენ", -ეს მიმართვა ჯონ ბასმა სოციალურ ქსელში საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.