საქართველოს პარლამენტის წევრმა აკაკი მინაშვილმა ხმა უკვე მისცა მთაწმინდა-კრწანისის მე-19 საარჩევნო უბანზე .
მინაშვილის განცხადებით, მან ხმა მისცა საქართველოს განვითარებას და კეთილდღეობას, ხმა მისცა იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი და არ იყოს რუსეთის გავლენის ქვეშ.
„მე ხმა მივეცი მომავალს, ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას და იმას, რომ ქვეყანაში არ იყოს უმუშევრობის პრობლებმა, იყოს ჯანდაცვის ფართო ხელმისაწვდომობა, განვითარდეს სოფლის მეურნეობა. მე ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას და კეთილდღეობას, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი და არ იყოს რუსეთის გავლენის ქვეშ. ეს იქნება გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი და ყველა ადამიანს შესაძლებლობა ექნება იცხოვროს მშვიდად და არ დაბრუნდეს წარსულში", - განუცხადა მინაშვილმა ჟურნალისტებს.