რუსთავის #16 საარჩევნო უბნის ხელმძღვანელს თეა ჯგერენაია-დარბაიძეს დილით 06:30 საათზე უცნობი პირი თავს დაესხა.
ჯგერენაია-დარბაიძის ინფორმაციით, მას სადარბაზოსთან მამაკაცი დახვდა, რომელმაც მას წიხლი მუცელში ჩაარტყა, თუმცა მან თავის დაღწევა მოახერხა.
რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სოსო შველიძის განცხადებით, ამ დროისთვის ჯგერენაია-დარბაიძე თავს კარგად გრძნობს და #16 საარჩევნო უბანიც დროულად გაიხსნა