ირაკლი ალასანია: უაღრესად შემძრა ამ საზარელმა დანაშაულმა

ირაკლი ალასანია: უაღრესად შემძრა ამ საზარელმა დანაშაულმა

კოალიცია "ქართული ოცნების" ზუგდიდი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლია ალასანია კოლაგში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ბარბარე რაფაიანცის ოჯახს.

"უაღრესად შემძრა ამ საზარელმა დანაშაულმა. ვუსამძიმრებ ბარბარე რაფაიანცის ოჯახს. ამ სასტიკი დანაშაულის ჩამდენი, წამახალისებელი და დამკვეთი ყველა პირი, უმკაცრესად აგებს პასუხს სასამართლოს წინაშე. ამ დროს ძალიან რთულია შეიკავო ემოცია და მოქალაქეებს, ჩვენს მომხრეებს სიმშვიდისკენ მოვუწოდო, მაგრამ ჩვენ ამასაც უნდა გავუძლოთ და დამნაშავეებს პასუხი, კანონის ძალით ვაგებინოთ", - აცხადებს ალასანია.