ვეღარ ვაკონტროლებთ იმ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრს მიწას, რომელსაც ვაკონტროლებდით, ხუთი საგუშაგო გვაქვს ოკუპანტების მხრიდან, რომელიც მანამდე ფიზიკურად არ არსებობდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ჩორჩანას საქმეზე საუბრისას.
„აქ არის საბოტაჟის ნიშნები, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. ჩვენ უნდა დაველოდოთ საგამოძიებო უწყებების დასკვნას ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის ფაქტებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში დღეს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ლევან იზორიას ელოდებიან.