პოლ ჯოილი:  კოალიცია „ქართული ოცნების“ კომპიუტერებზე კიბერშეტევა საქართველოს მთავრობიდან განხორციელდა

პოლ ჯოილი: კოალიცია „ქართული ოცნების“ კომპიუტერებზე კიბერშეტევა საქართველოს მთავრობიდან განხორციელდა

აუდიომასალები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის, ბესო სურმავას წევრის სახელით გავრცელდა, ყალბია და გაყალბება მოხდა კომპიუტერული ვირუსის მეშვეობით.

განუცხადა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში კომპანია "ენ ეს აის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პოლ ჯოელმა, რომელიც ასევე ექსპერტია კომპიუტერულ საკითხებში.

პოლ ჯოილის ინფორმაციით, "ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და "ქართული ოცნების" კომპიუტერების მიმართ ზუსტად ისეთი კიბერ-შეტევა ხორციელდება, რასაც სირიის მთავრობა თავისი ოპოზიციის გამოსავლენად იყენებს". 

პოლ ჯოილის განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ კომპიუტერებზე კიბერშეტევა საქართველოს მთავრობიდან განხორციელდა. მისი თქმით,  სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ კომპიუტერებში ჩატვირთულია ვირუსი მალვეა, რომელიც ადმინისტრატორის ნებართვის გარეშე აფიქსირებს ეკრანზე მიმდინარე ქმედებებს, შეუძლია თავისით ჩართოს კამერა და აღბეჭდოს ასევე კლავიატურაზე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება. 

 პოლ ჯოელის განცხადებით,  ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ რამდენჯერმე განხორციელდა კიბერშეტევა "ქართული ოცნების" კომპიუტერებსა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების კომპიუტერებზე, რის შემდეგაც მათი პირადი კომპიუტერებიდან აღებული იქნა სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია.

"2012 წლის ივნისში თავი იჩინა პრობლემებმა. ეს პრობლემები გამომჟღავნდა მაშინ, როდესაც ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების პირადი ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა Youtube-ის მსგავს საიტებზე. კერძოდ, საუბარია იმ ვიდეოზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ცეკვავენ ერთ-ერთ ღონისძიებაზე. შემდეგ დავიწყეთ გამოძიება, რომ უშუალოდ გაგვეგო შიგნიდან იყო გასული ეს ვიდეოები თუ გარედან. აღმოჩნდა, რომ გარედან იყო. ამის შემდეგ ჩვენ "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილების ოჯახის კომპიუტერებში აღმოვაჩინეთ ვირუსი "მალვეა", რომელიც თავისით აკეთებდა ყველაფერს. პირველ ეტაპზე ხუთ კომპიუტერში გამოვავლინეთ 70 ტიპის "მალვეა", ხოლო შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მთლიანობაში "ქართული ოცნების" კომპიუტერების 25 პროცენტი იყო ვირუსის ქვეშ. "მალვეა" თავისით "ხედავდა" ეკრანზე გამოსულ ინფორმაციას, აკეთებდა სქრინშოტს, უღებდა ფოტოს, ავტომატურად რთავდა ვიდეოკამერას და ვიდეოთვალსაც", - განაცხადა პოლ ჯოელმა.

აგვისტოს ბოლოს "ქართული ოცნების" კომპიუტერებში ახალი "მალვეა" შევიდა და მისი ტიპიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობის გარეშე კომპიუტერები ვერ დავირუსდებოდა.

 ჯოელის განმარტებით, სახელმწიფო უწყებების საიტებზე განთავსებულია ბოტნეტები, რომლებიც იმავე ენით არის დაწერილი, რაც "მალვეა" და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მთავრობა ამასთან კავშირშია.

"მას მიერთებული ჰქონდა ერთი პატარა დეტალი, რომელიც ვრცელდებოდა მთელ ქსელში. კომპიუტერული დეტალების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ამაში მთავრობა იყო ჩართული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ ის აუდიომასალები, რომელიც გავრცელდა იყო ყალბი და აღებული იქნა იმ ვირუსული ჩანაწერებიდან, რომელიც "მალვეათი" განხორციელდა", - განაცხადა პოლ ჯოელმა.

მისივე თქმით, თავიდან ეს კომპიუტერული ვირუსი შემოვიდა მას შემდეგ, რაც მივიდა "ქართულ ოცნებაში" წერილი ფრენკ ვიზნერისგან, რომელიც არის აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი.

პოლ ჯოელის თქმით, მისი გამოგზავნილი წერილი იყო PDF ფაილი, რომელიც ჯერ გერმანიაში გადამისამართდა ერთ-ერთ სერვერზე, იქ დაემატა ვირუსი და შემდეგ გამოიგზავნა "ქართულ ოცნებაში".

ამასთან პოლ ჯოელის ინფორმაციით, გუშინ საღამოს გატეხეს ბერა ივანიშვილის საიტიც, სადაც ატვირთული იქნა სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია და ფოტოები.  და ის ჯერეჯრობით კონტროლს არ ექვემდებარება.

მისი თქმით, ვირუსული პროგრამა დაცული იყო და მას ანტივირუსული პროგრამა ვერ ხედავდა.

ამასთანავე, ჯოელმა განაცხადა, რომ კომპანია ESET-მა საქართველოს მთვარობის ვებ-გვერდზე არსებული ე.წ. „ბოტნეტი“ გამოავლინა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს მოსახლეობისკენ და ქვეყნის მასშტაბით ვირუსებს უშვებდა.

ჯოელის თქმით, აღმოჩენილი „ბოტნეტის“ და ივანიშვილების ოჯახის კომპიტერებში გაშვებული „მალვეას“ კავშირი ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა, ორივე პროგრამა ერთსა და იმავე ენაზეა დაწერილი.

ჯოელის განცხადებით, მომავალ კვირას ის საზოგადოებას აცნობებს იმ ვებ-გვერდის მისამართს, რომლითაც მოსახლეობას შეეძლება შეამოწმოს საკუთარი კომპიიტერის უსაფრთხოება.

პოლ ჯოელი აშშ-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის და ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის კომოანიის NSI-ს დირექტორია. ის საქმიანობს დაზვერვის, კონტრდაზვერვის და სამართალდამცავ სტრუქტურებში.