ტელეკომპანია მე–9 არხზე გაკეთებული ჩართვის გამო, ქუთაისში, გაზეთ "ახალი გაზეთის" რედაქციას (რომელიც ამავდროულად არის Newpress-ის დამფუძნებელი) ოფისის დაცლა მოსთხოვა. აღნიშნული მოთხოვნა გაზეთის რედაქციას ოფისის მეპატრონემ წაუყენა.
გაზეთის მთავარი რედაქტორის ია ბობოხიძის თქმით, დღეს, ქუთაისში გამართულ "ოცნების" აქციასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "მეცხრე არხმა" ვასილ მაღლაფერიძის გადაცემაში ჩართვა სთხოვა. როგორც ბობოხიძე ამბობს, ჩართვის დასრულების შემდეგ, ოფისის მეპატრონემ მას ოფისის დაცლა სთხოვა.
გაზეთის რედაქციას აღნიშნული მოთხოვნის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც გააჩნია.
"როდესაც მე ამის მიზეზი ვკითხე, მეპატრონემ განმარტა, რადგან შენ მეცხრე არხს ჩაერთე, გაქანებული ოპოზციია ყოფილხარ, ჩენს სახლში ვერ გაგაჩერებ, რადგან ჩემი სიძე "ნაციონალების" რეგიონული კოორდინატორიაო. მე ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბევრი სამუშაო გვაქვს. აუცილებლად შევიქმნით სამუშაო გარემოს," – ამბობს ია ბობოხიძე.