საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდებიან. ამ წუთებში კი ისინი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო "რედისონში მიმდინარეობს.
შეხვედრას ესწრებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის, ეუთო-ს და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები.
პირველი შეხვედრა მათ უკვე გამართეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან.
დღესვე დამკვირვებლები შეხვდებიან "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის", "ახალი მემარჯვენეების", "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერებს, ასევე სხვადასხვა პარტიების, მათ შორის "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელს დიმიტრი ლორთქიფანიძეს, "ქართული დასის" ლიდერს ჯონდი ბაღათურიას, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერს ბაჩუკი ქარდავას და სხვებს.
შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ შეხვედრის მთავარი თემა იქნება არჩევნები.