მიხეილ სააკაშვილის პასუხი დღევანდელ აქციას
ბერას ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე გატეხილია და მისი სახელით ვრცელდება მუქარანარევი განცხადებების შემცველი ფოტო და ვიდეომასალა. როგორც ჩანს, ამგვარად პასუხობს ხელისუფლება აქციას, რომელიც დღეს თბილისსა და ქუთაისში გაიმართა და რომელსაც ასობით ათასი ადამიანი დაესწრო.
მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს სასწრაფოდ აღკვეთონ მომხდარი ფაქტი, ხელისუფლებას კი ვურჩევთ, ნუ აჰყვებით ერთი კაცის პოლიტიკას, ნუ შეასრულებთ ბინძურ დავალებებს და თავი შეიკავეთ მსგავსი სახის პროვოკაციისგან. ქართული ოცნების ახდენამდე სულ ცოტა დრო რჩება.