სახალხო დამცველის აპარატი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დროულად იქნას დადგენილი ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას ადგილსამყოფელი. ეს განცხადება ომბუდსმენის აპარატმა დღეს გაავრცელა.
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადებით, დაუყოვნებლივ გაატაროს ეფექტური ღონისძიებები ბესო სურმავას ადგილსამყოფელის დასადგენად“ -ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატი ასევე ითხოვს შს სამინისტრომ უზრუნველყოს ინფორმაციის გავრცელება და სურმავას ოჯახს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მისი ოჯახის ადგილსამყოფელის შესახებ.