ლეა მიშელი უცნაური გარეგნობის წყალობით L'Oreal-ის სარეკლამო სახე  გახდა(VIDEO)

ლეა მიშელი უცნაური გარეგნობის წყალობით L'Oreal-ის სარეკლამო სახე გახდა(VIDEO)

ახალგაზრდა მსახიობმა ლეა მიშელმა  მიიღო მოულოდნელი შემოთავაზება, კოსმეტიკური კომპანია L'Oreal-ისგან, ლეა დღეიდან ამ მარკის სარეკლამო სახე იქნება.

ლეა მიშელი სერიალ Glee-ს  მსახიობი და მომღერალია, ის რამდენიმე მიუზიკლშიც თამაშობს. „ჩემთვის დიდი პატივია, ამ კოსმენტიკურ ბრენდთან თანამშრომლობა, არ მჯერა, რომ  მსგავსად  ევა ლანგორიას, სკარლეტ იოჰანსონის, ჯენიფერ ლოპესის, ჯესიკა ალბასა და პენელოპა კრუსისა მსოფლიოსთვის  მეც ამ პროდუქციის წარდგენა მომიწევს“-აღნიშნა ნაკლებცნობილმა მსახიობმა სპეციფიური გარეგნობით.

ლეა მიშელს შეიძლება თანამედროვე ბარბარა სტეიზანდი ეწოდოს, ის სახის მოყვანილობით, ცხვირისა და პირის ფორმით ძალიან ჰგავს მას.

„მე არასდროს  ვთვლიდი საკუთარ თავს ლამაზად, ამიტომ გავოცდი L'Oreal-ის შემოთავაზებაზე. ალბათ, საუკეთესოა ისეთი დარჩე როგორიც ღმერთმა შეგქმნა, ბუნებრიობას აუცილებლად დააფასებენ“-ამბობს ლეა მიშელი, რომელმაც ამ კომპანიის ყურადღება, მართლაც ამ განსაკუთრებული ბუნებრიობით მიიპყრო.