"მე ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემისა და ქართველი ხალხის გვედრით ვდგავარ“, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა დღეს თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" აქციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მამაჩემი ქართველ ხალხს დაჰპირდა, რომ ერთ მუშტად შეკრავდა და ეს პირობა შეასრულა. დღევანდელი დღე დღესასწაულია და მე ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემისა და ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ", - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე აქციას ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად უკვე შეუერთდა.