ვაკიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, სასულიერო პირები შეუერთდნენ.
ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მოძღვრის გიორგი დორეულის განცხადებით, მწუხრის ლოცვები 16:00-ის ნაცვლად, 14:00 საათზე გადმოიტანეს, რომ აქციას დასწრებოდნენ.
"წმინდა მამები ამბობენ - სულ სხვაა სიმშვიდე, სულ სხვაა უგუნურება. ხალხის მოთმინების ფიალა აივსო. მადლობა ღმერთს, ისინი მიხვდნენ,, რომ სიმშვიდის დრო აღარ არის", - განაცხადა მამა გიორგი დორეულმა.
სასულიერო პირები კოლონას მიჰყვებიან და ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ.