მობილური ჯგუფის წევრები გადანაწილებულები არიან თავისუფლების მოედნის მიმდებარე ყველა ვიწრო ქუჩაზე და უზრუნველყოფენ სპეცმანქანების, მათ შორის სასწრაფოსა და ბანკის ავტომობილებისთვის დერეფნის განთავისუფლებას.
მობილური ჯგუფის წარმომადგენლებს აქციის მონაწილეების შეუძლოდ გახდომის შემთხვევაში, ევალებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის გამოძახება. ამასთან, მობილური ჯგუფის წევრები იზრუნებენ იმაზე, რომ აქციაზე პროვოკაციები არ მოხდეს.
ამ დრომდე თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი არ დაფიქსირებულა.