"საქართველო ან ძველი გზით გააგრძელებს, ან მთელი ქვეყანა პროგრესისა და აღმასვლის გზით წავა", - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "ქართული ოცნების" აქციის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისში ამ აქციას უერთდება მთელი სამგერელო შეუერთდა და აღნიშნა, რომ გამარჯვება გარდაუვალია.
„გარდაუვალია, რომ ქართველმა ხალხმა სწორი არჩევანი არ გააკეთოს. ჩვენ ან ძველი გზით გავაგრძელებთ, რაც არის წამება, ან მთელი საქართველო პროგრესისა და აღმასვლის გზით წავა. ჩვენი მოქალაქეების ბუნებრივ სწრაფვას სამართლიანობისკენ ვერავინ შეაჩერებს. ეს რეჟიმი დამთავრებულია. 1 ოქტომბერს ჩვენ ყველანი გავიმარჯვებთ", - განაცხადა ალასანიამ.