საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს გულ-სისხლძარღვთა კლინიკას ესტუმრა.
ქვეყნის პირველმა პირმა ახლად რეაბილიტირებული კლინიკა დაათვალიერა და პაციენტებს გაესაუბრა. მათ შორის 74 წლის ვლადიმერ დემეტრაშვილი იყო, რომელსაც ურთულესი ოპერაცია სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით დაუფინანსდა.
პრეზიდენტმა აზერბაიჯანელი პაციენტიც მოინახულა. გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა 44 საწოლიანია და იქ 105 ადამიანია დასაქმებული.