ბრიტანული მოდის ჟურნალმა SliNK, მოდური ბრიტანელი ქალბატონებისთვის ახალი ნომერი 3D-ფორმატში გამოუშვა. ჟურნალს მოჰყვება სპეციალური სათვალე, რომლის დახმარებითაც ჟურნალში გამოქვეყნებული ფოტოები ბევრად საინტერესო სანახავი ხდება.
ჟურნალის 3D გარეანზე დაიბეჭდა ავსტრალიელი მოდელის ბრი უორენის ფოტო, ჟურნალის ამ ნომრის მთავარი თემა გახდა თავისუფლება და მისი გავლენა ქალებზე.
2011 წელს ჟურნალმა SliNK, როგორც მოდის საუკეთესო ჟურნალმა „PeopleAwards“-ის ჯილდოების 90% მიიღო, მისი დამფუძნებელი და რედაქტორი რივკი ბრაუმი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ჩვეულებრივი მოდელის სხეული შეიძლება ფოტოზე არაჩვეულებრივად აქციო.