პატიმართა წამების ფაქტზე კიდევ ერთი პირი, ქუთაისის მე-2 საპყრობილის კონტროლიორი ირაკლი ამირანაშვილი დააკავეს.
გამოძიების ამ ეტაპზე პატიმართა წამებისა და გაუპატიურების, ასევე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია 19 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მე-8 საპყრობილისა და ქუთაისის მე-2 საპყრობილის დირექტორები და ამავე საპყრობილეების სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.