"მაესტრომ" ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ამსახველი ვიდეო-მასალის გამოქვეყნება დაანონსა. როგორც ,,მაესტროს" ეთერში ჟურნალისტმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა ვიდეო-მასალა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
"არსებობს ინფორმაცია, რომ არსებობს კადრები და ის უახლოეს მომავალში იხილავს დღის სინათლეს, როდის იქნება ეს არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ კონკრეტულად არ დაუზუსტებიათ, მაგრამ ის, რომ კადრები არსებობს ამას ადასტურებს კომპეტენტური წყარო, რომელიც პოლიტიკოსი არ არის. ეს არის უცხოეთიდან მოწოდებული ინფორმაცია", _ განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ.