ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ძველი ქართული ტრადიციული სამოსის გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ექსპონატები და ფოტოები საუკუნეების წინანდელ ქართულ ეროვნულ სამოსს ასახავს, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა კერძო კოლექციებში მოიძია.
საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი ქალისა და მამაკაცის სამოსი, თავსაბურავები, თავსამკაულები ეთნოგრაფიული ნივთები და სხვადასხვა ტრადიციული მასალა ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში 16 სექტემბრამდე იქნება გამოფენილი.