"ხვალინდელი მანიფესტაცია იქნება ეგზითპოლი იმისა, თუ ამ ხელისუფლების დასამთავრებლად რამდენი მომხრე არსებობს“, - ეს განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნუკრი ქანთარიამ დღეს For.ge - ს პრესკლუბში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ თბილისში გრანდიოზული მანიფესტაციის პარალელურად ქუთაისშიც გაიმართება „ქართული ოცნების“ აქცია. ქანთარიას განცხადებით, სხვადასხვა ვარიანტები განიხილებოდა, თუ სად შეიძლებოდა გამართულიყო პარალელური აქცია და საბოლოოდ სწორედ ქუთიაისი გადაწყდა.
ქანთარია დარწმუნებულია, რომ ხვალ მთელი საქართველო გაერთიანდება და გამოხატავს თავის მტკიცე ნებას - დასრულდეს ეს ხელისუფლება.
„აქ არ იქნება მორეკილი ხალხი. აქ შეკრებილები თავიანთ პოზიციასა და დამოკიდებულებას გამოხატავენ იმ ფაქტების მიმართ, რომელიც ქვეყანაში ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა. ეს იქნება მათი ნების დემონსტრირება, რომელიც ხელისუფლების დასასრულს უკავშირდება“, - განაცხადა მან.
ქანთარია არ გამორიცხავს ხელისუფლების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებსაც. მისი თქმით, ხელისუფლება სულს ღაფავს, განწირულია და ამის გამო მათგან არაფერი არ გამოირიცხება.
„განწირულები კი წესიერად ვერ აზროვნებენ. მათ სხვა გზა არ დარჩენიათ გარდა პროვოკაციებისა, ამიტომ მათგან ყველაფერს უნდა ველოდოთ. ამას კი ჩვენ ვუპირისპირებთ ძალიან პრინციპულ სიმშვიდეს და სიმტკიცეს და ეს ხვალ გამოჩნდება“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ ყრილობას, ქანთარიას თქმით, ეს იქნება გამოსამშვიდობებელი საღამო.
„მე მეეჭვება, რომ ისეთივე რაოდენობის ხალხი გამოვა დღეს „ნაცმოძრაობასთან“, როგორც ხვალ „ქართულ ოცნებასთან“.
ეს არ არის რეგიონები, სადაც დახვდებიან ხალხს და უსუსური მცდელობებით შეძლებენ მათ გაყვანას. დღეს ისინი ერთმანეთს დაემშვიდობებიან და იმედი მაქვს მშვიდობიანად დაიშლებიან. ეს კოშმარი აუცილებლად დამთავრდება“, -