„ამომრჩეველთა ლიგა

„ამომრჩეველთა ლიგა" "ბარსელო ენდ ქომფანისთან" ერთად 1 ოქტომბერს ეგზიტპოლს და პარალელურ დათვლას ჩაატარებს

ამომრჩეველთა ლიგა ამერიკულ ორგანიზაცია "ბარსელო ენდ ქომფანისთან" ერთად პირველ ოქტომბერს ეგზიტპოლს და პარალელურ დათვლას ჩაატარებს.

ამის შესახებ ამომრჩეველთა ლიგის ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ "ბარსელო და კომპანია" წარმომადგენელთან ბრიუს ბარსელოსთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამომრჩეველთა ლიგა" პარტნიორ ამერიკულ ორაგანიზაციასთან ერთად ყოველ მესამე საარჩევნო უბანზე პარალელურ დათვლას და 400 უბანზე ეგზიტპოლს ჩაატარებს. ეგზიტპოლის შედეგებს საზოგადებას პირველ ოქტომბერს, 20:00 საათზე გავაცნობთ", - განაცხადა გუნცაძემ.

ბარსელომ კი თავის მხრივ, აღნიშნა, რომ იგი თავის ორგანიზაციასთან ერთად, უკვე 25 წელია, საარჩევნო საკითხებზე მუშაობს და აღნიშნა, რომ ლიგას ეგიზთპოლისათვის ყველაზე მოწესრიგებული სისტემა აქვს.

„ამომრჩეველთა ლიგას" ეგზიტპოლებისა და პარალელურად დათვლის წარმოებისათვის ერთ-ერთი ორგანიზებული და მოწესრიგებული სისტემა აქვს, რაც კი ჩემს პრაქტიკაში მინახავს", - განაცხადა ბარსელომ.