დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული ძალები მაქსიმალურად ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში ზიზღის კამპანიის გაჩენას. „გათიშე და იბატონე“, რომელიც ისტორიული რომიდან მომდინარეობს, დღესაც აქტუალურია

დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული ძალები მაქსიმალურად ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში ზიზღის კამპანიის გაჩენას. „გათიშე და იბატონე“, რომელიც ისტორიული რომიდან მომდინარეობს, დღესაც აქტუალურია

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ლევან ღამბაშიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ არის ხალხი, რომელსაც ზიზღის ლეგიტიმური უფლება აქვს.

მისივე თქმით, ცნობილი ფრაზა - „გათიშე და იბატონე“, ისტორიული რომიდან მომდინარეობს და დღესაც აქტუალურია.

„უცხოეთიდან დაფინანსებული ძალები მაქსიმალურად ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში ზიზღის კამპანიის გაჩენას, ზიზღის გაღრმავებას, დათესვას და ამ ყველაფერს ცდილობენ, დემოკრატიის დაცვის მანტიით. ცნობილი ფრაზა - „გათიშე და იბატონე“, რომელიც ისტორიული რომიდან მომდინარეობს, დღესაც არის აქტუალური. იმისთვის, რომ ქვეყანაზე, ერზე შეძლო, კარგად მოახდინო საკუთარი გავლენის გავრცელება, ის უნდა გათიშო, შეაზიზღო ადამიანებს ერთმანეთი და მერე კარგად შეძლებ დამორჩილებას. ეს თავს მოხვეული, უცხო, ქართული რეალობისა და ზნეობისთვის ყოვლად უცხო ზიზღი ამოიძირკვება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს: „ეს ზიზღის გენერატორი ადამიანი წამლავს ბავშვებს სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებლებში“.