Forsa: გამოკითხულთა 70% პოლიტიკურ ღონისძიებებს არ ესწრება

Forsa: გამოკითხულთა 70% პოლიტიკურ ღონისძიებებს არ ესწრება

Forsa-ს  კვლევის შედეგების მიხედვით, პოლიტიკურ ღინისძიებებს  გამოკითხულთა 70% არ ესწრება, ხოლო 29% ესწრება. ამასთან  პიროვნებები, რომლებიც პოლიტიკურ ღონისძიებებს არ ესწრებიან,  მათგან 63% „ქართული ოცნების“ , 22 % „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო 8% სხვა პარტიების ღონისძიებებს ესწრება.

Forsa გერმანული კვლევითი ცენტრია, მან საქართველოს მასშტაბით წინასაარჩევნო კვლევა 2012 წლის 24-25  სექტემბერს ჩაატარა. გამოიკითხა 1943 რესპოდენტი პირდაპირ ინტერვიუს მეთოდით.  კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. კვლევის შედეგები Forsa-ს წარმომადგენელმა პიტერ მაპუშეკმა წარადგინა.