Forsa: საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 65% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს

Forsa: საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 65% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს

Forsa-ს კვლევის შედეგების მიხედვით, პარტიული უპირატესობით „ქართული ოცნება“ ლიდერობს, შეკითხვაზე დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“  65%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 25%, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა 6%, ხოლო სხვა პარტიები 4%.

Forsa გერმანული კვლევითი ცენტრია, მან საქართველოს მასშტაბით წინასაარჩევნო კვლევა 2012 წლის 24-25  სექტემბერს ჩაატარა. გამოიკითხა 1943 რესპოდენტი პირდაპირ ინტერვიუს მეთოდით.  კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. კვლევის შედეგები Forsa-ს წარმომადგენელმა პიტერ მაპუშეკმა წარადგინა.