Forsa-ს კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე რომელი პარტია გადაწყვეტს საქართველოში არსებულ პრობლემებს გაცილებით ეფექტურად მოგვარებას, გამოკითხულთა 47 % მიიჩნევს, რომ ეს „ქართული ოცნება“ იქნება.
22% თვლის, რომ პრობლემებს ეფექტეურად თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაართმევს, 4% -ის აზრით ეს „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“ იქნება. 3% თვლის, რომ სხვა პარტიები გაართმევენ ამ პრობლემების მოგვარებას ეფექტურად თავს, ხოლო 24%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს, ან არ იცის.
Forsa გერმანული კვლევითი ცენტრია, მან საქართველოს მასშტაბით წინასაარჩევნო კვლევა 2012 წლის 24-25 სექტემბერს ჩაატარა. გამოიკითხა 1943 რესპოდენტი პირდაპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. კვლევის შედეგები Forsa-ს წარმომადგენელმა პიტერ მაპუშეკმა წარმოადგინა.