Forsa-ს კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ქმედებითა და მის მიერ შესრულებული სამუშაოებით გამოკითხულთა 47% ძალიან უკმაყოფილოა, 34% ძალიან კმაყოფილი, ხოლო 19%-მა არ იცის, ან კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს.
ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის ქმედებებითა და მის მიერ შესრულებული სამუშაოებით, გამოკითხულთა 33% ძალიან უკმაყოფილოა, 34 % ძალიან კმაყოფილი, ხოლო 28%-ს კითხავზე პასუხის გაცემა არ სურს, ან არ იცის.
Forsa გერმანული კვლევითი ცენტრია, მან საქართველოს მასშტაბით წინასაარჩევნო კვლევა 2012 წლის 24-25 სექტემბერს ჩაატარა. გამოიკითხა 1943 რესპოდენტი პირდაპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. კვლევის შედეგები Forsa-ს წარმომადგენელმა პიტერ მაპუშეკმა წარადგინა.