"არ მეძინება, რა დამაძინებს, მე ამ ყველაფერს ვუძღვნი პატიმრებს, რომ ვერ ხედავენ დღის ნათელს მზიანს, ოთხ კედელში რომ ტყუილად ზიან“- ასე იწყება უცნობის ახალი სიმღერის წინასიტყვაობა, ახალი ალბომიდან „უცნობი ტაია.“
ტექსტის ავტორი, თავად შემსრულებელია. პროექტის ავტორები, უცნობი და გიორგი ასანიშვილი არიან, მუსიკა გია ყანჩელის მელოდიის მიხედვით შეიქმნა. მონაწილეობენ, უცნობი, რობი კუხიანიძე და მარი ბოლქვაძე.