ბესო სურმავას სახელით Youtube-ზე ოთხი ახალი აუდიოჩანაწერი გავრცელდა.
ჩანაწერების სათაურები შემდეგია: „კუსიანი და სანდრო ბრეგაძე კალაძის ქურდებთან შეხვედრის შესახებ“ , „ირაკლი ღარიბაშვილი და ზურა ბიგვავა მაია ფანჯიკიძის შესახებ“, „გია ხუხაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი „მე-9 არხის“ კონტროლის შესახებ“, „ირაკლი მელაშვილი და გუბაზ სანიკიძე „ქართული ოცნების“ შესახებ“.
ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრმა ბესო სურმავამ გუშინ სოციალური ქსელით ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილისგან კოალიციის წევრების ფარულად მოსმენა და ჩანაწერების გაკეთება ჰქონდა დავალებული. გუშინვე მისი სახელით Youtube-ზე „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენლის საუბრის აუდიოჩანაწერიც დაიდო.
როგორც სურმავას ოჯახში განმარტავენ, მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.