Forsa-ს კვლევის შედეგების მიხედვით საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის 88% აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.
კვლევის შედეგად გამოიკითხა 1943 რესპოდენტი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. „ფორსამ“ კვლევა საქართველოში 2012 წლის 20-25 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა.
Forsa წინასაარჩევნო კვლევის პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა.