ბიძინა ივანიშვილი: ურეკის შემდეგ, კიდევ 13 უფასო ემერჯენსის გახსნას ვაპირებდით

ბიძინა ივანიშვილი: ურეკის შემდეგ, კიდევ 13 უფასო ემერჯენსის გახსნას ვაპირებდით

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ უფასო ემერჯენსების პროექტი შეაჩერებინა იმ მიზნით, რომ ამდენი უფასო საავადმყოფო კერძო სექტორს გააკოტრებდა.

„პირველი ემერჯენსი ჩვენ გავხსენით ურეკში, კიდევ 13-ის გახსნას ვაპირებდით და ამაში 40 მილიონი ლარი იყო ჩადებული, მაგრამ შეგვაჩერებინეს ეს პროექტი. ემერჯენსის პროექტები შეაჩერეს იმ მიზნით, რომ ამდენი ემერჯენსი და ამდენი უფასო საავადმყოფო კერძო საავადმყოფოებს გააკოტრებს. ადამიანებმა თავისი ავადმყოფობის შესატყვისი მკურნალობა უნდა მიიღონ. როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ამ პროექტებს აუცილებლად აღვადგენთ“,-აცხადებს ივანიშვილი  ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ეთერში წინასაარჩევნო პროექტ "ხაზზეა საქართველოში" სტუმრობისას .