ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედურ ანგარიშში კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველების დაჯარიმების ფაქტებიცაა ასახული.
ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წინასაარჩევნოდ, კოალიცია „ქართული ოცნების“ 100-ზე მეტი ინდივიდუალური შემომწირველის საქმე გამოიძია და მათგან 68 სასამართლომ დააჯარიმა.
აუდიტის სამსახურმა კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 10 ინდივიდუალური შემომწირველის საქმე განიხილა და აქედან 8 დაჯარიმებულია.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათი შემომწირველთა დაჯარიმების ასეთი მცირე რაოდენობა იმით ახსნა, რომ პარტია წინასწარ უხსნის შემომწირველებს, თუ რა ოდენობის შემოწირულობების გაკეთება შეიძლება მათი საგადასახადო დეკლარაციებიდან გამომდინარე“ - აღნიშნულია ანგარიშში.