ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის განცხადებით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდი ქვეყნისთვის ტრაგიკულად, ხოლო რეჟიმი კი, ავტორიტარულად შეფასდება.
თვითონ ბეგიაშვილი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას დანაშაულებრივად აფასებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ბეგიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაულებრივი ქმედებები არცერთ დიქტატორს არ შერჩენია და ისინი მოქალაქეებს ადრე თუ გვიან მმართველობიდან ჩამოუგდიათ.
განცხადების თანახმად, მალე მსგავსი ექსცენტრიული ტირანების სიას საქართველოდან საკუთარი მოსახლეობისთვის მტრადქცეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც შეემატება.
„ნაციონალური პარტიის მმართველობა ჩვენს ქვეყანაში დანაშაულებრივია. მკვლელობებისთვის, ადამიანების წამებისთვის, დაპატიმრებებისთვის თუ ფართომასშტაბიანი რეპრესიებისთვის მათ პასუხისგება მოუწევთ და სხვა დიქტატორული რეჟიმებივით, საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი ბოროტმოქმედებებისთვის შერცხვენილები და გარიყულები მოღვაწეობას ისტორიის სანაგვეებზე დაამთავრებენ“, - აცხადებს ბეგიაშვილი.
ბიზნესმენი საქართველოს მოქალაქეებს დიქტატურისგან გამიჯვნისა და პროვოკაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.