პარტია "მთლიანი საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სამართლის დოქტორმა ვლადიმერ ვახანიამ კანდიდატურა კოლაიცია ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორირატი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ მოხსნა.
მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციური ძალების ერთიანობის მიზნით მიიღო და ზუგდიდის ამომრჩევლებს მოუწოდა ხმა ირაკლი ალასანიას მისცენ.
"მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ოპოზიციური ძალების ერთიანობის მიზნით, მოვუწოდებ ჩემს მხარდამჭერებს და ამომრჩევლებს ხმა მისცენ საარჩევნო ბლოკს "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებას" და მის წარმომადგენელს ირაკლი ალასანიას ზუგდიდის საარჩევნო ოლქში", - აცხადებს ვახანია.